Accessibility links

logo-print

მინსკს ჯერ არ გადაუწყვეტია, აღიაროს თუ არა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი


ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი მარტინოვის განცხადებით, მის ქვეყანას ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, აღიაროს თუ არა აფხახეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს მარტინოვი ბრიუსელში შეხვდა ევროპის კავშირის ეგრეთ წოდებული "ტროიკის" წევრებს, რის შემდეგაც კავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისართან, ბენიტა ფერერო-ვალდნერთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მარტინოვის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი მეტად რთულია მათთვისაც, ვინც კონფლიქტში არის ჩაბმული და მათთვისაც, ვისაც ის უშაულოდ არ ეხება. "ამ საკითხის გარშემო მეტად სერიოზულ მსჯელობას განვაგრძობთ", თქვა მარტინოვმა. "საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - არც ერთი, არც მეორე მიმართულებით." ბელორუსია, ისევე, როგორც საქართველო, ევროპის კავშირის ე.წ. "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის წევრია და ბრიუსელმა მას არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისგან.
XS
SM
MD
LG