Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში და ისრაელის პრემიერი წისვლას აღნიშნავენ


აშშ-ის წარგზავნილმა ახლო აღმოსავლეთში, ჯორჯ მიჩელმა განაცხადა, რომ მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ “საკმარის წისვლას” მიაღწიეს ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტის გარშემო მოლაპარაკებისას. მოლაპარაკება, რომლის თემა იყო ისრაელის დასახლებები პალესტინელთა ტერიტორიებზე, ნაწილია აშშ-ის მცდელობისა, განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება. ვაშინგტონმა არაერთხელ მოითხოვა ისრაელის დასახლებების მშენებლობის შეჩერება. ნეტანიაჰუს უარმა ამაზე, ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობა დაძაბა. მიჩელი სტუმრობდა სირიას, ეგვიპტეს და იორდანეს დასავლეთ ნაპირს.
XS
SM
MD
LG