Accessibility links

აიათოლა ალი ხამენეიმ საპატიმროს დახურვის განკარგულება გასცა


ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გასცა განკარგულება, დაიხუროს საპატიმრო, სადაც დაკავებული ჰყავთ ივნისის არჩევნების შემდგომი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები. პარლამენტის წევრის, ქაზემ ჯალალის თანახმად, ქაჰრიზაქის საპატიმრო დაიხურება, რადგან ვერ აკმაყოფილებს პირობებს, რომ დაცულ იქნეს პატიმრების უფლებები. ჯალილი პარლამენტის კომისიის წევრია, რომელიც იძიებს საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული პირების გარშემო ვითარებას. ცნობით, კვლავ 300 დემონსტრანტია დაკავებული. ოპოზიცია მოითხოვს მათ განთავისუფლებას.
XS
SM
MD
LG