Accessibility links

logo-print

ირანში ოპოზიციას უარი უთხრეს გლოვის აქციის გამართვაზე


ირანში ოპოზიციას უარი უთხრეს გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული დემონსტრანტების ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვაზე. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებული არ არის ცალკეული პირების ან პოლიტიკური ჯგუფების შეკრება და ქუჩებში სვლა. ოპოზიციის ლიდერებმა მირ ჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი ქარუბიმ ითხოვეს ხუთშაბათს თეირანში მდუმარე აქციის გამართვის უფლება. 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას მოჰყვა მუსავის და პრეზიდენტობის სხვა დამარცხებული კანდიდატების ათასობით მომხრის საპროტესტო გამოსვლები. მათი დარბევისას, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG