Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელი: დაფინანსების უდიდეს ნაწილს თალიბანი უცხოეთიდან იღებს


ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის, რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებით, თალიბები უცხოეთში მყოფი მხარდამჭერებისაგან მეტ ფინანსურ დახმარებას იღებენ, ვიდრე შემოსავალს ნარკობიზნესისაგან თვით ავღანეთში. როგორც ჰოლბრუკმა ბრიუსელში უთხრა ჟურნალისტებს, ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სპარსეთის ყურიდან მოდის, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ რეგიონის მთავრობები ეხმარებიან თალიბანს.
XS
SM
MD
LG