Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა საქართველოსა და უკრაინას კვლავ გამოუცხადა მხარდაჭერა


აშშ-მა საქართველოსა და უკრაინას კვლავ მხარდაჭერა გამოუცხადა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ რუსეთის მეზობლების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ერთგულებას ვაშინგტონი საქმით ადასტურებს. გორდონის განცხადებით, მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტმა ობამამ ცხადად თქვა, რომ აშშ განაგრძობს ამ ქვეყნების სუვერენიტეტის და სტრატეგიული პარტნიორების არჩევის უფლების მხარდაჭერას, რაც საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტებისას ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც გაიმეორა. ფილიპ გორდონმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონის ძალიხმევა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონიერების მხარდაჭერისკენაა მიმართული. კომიტეტში გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კვლავ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სხვა ქვეყნების ხარჯზე არ მოხდება. ფილიპ გორდონის განცხადებით, გარკვეულმა უთანხმოებამ მოსკოვისა და ვაშინგტონის კონსტრუქციულ დიალოგს ხელი არ უნდა შეუშალოს.
XS
SM
MD
LG