Accessibility links

logo-print

რობერტ გეიტსმა ერაყის ქურთული ნაწილი მოინახულა


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა დღეს ერაყის ნახევრად ავტონომიური რეგიონი მოინახულა ერაყში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს. ის ქურთ პრეზიდენტ მასუდ ბარზანის შეხვდა ირბილში, სადაც რეგიონული მთავრობაა განთავსებული. ქურთები ბაღდადთან არიან დაპირისპირებული ნავთობის საბადოებზე კონტროლისა და ტერიტორიული დავის გამო. სამშაბათს გეიტსმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მზად არის დახმარება გასწიოს ამ დავის გადაწყვეტაში და აღნიშნა, რომ მხარეებმა ძალადობის გარეშე უნდა შეძლონ პრობლემის მოგვარება.
XS
SM
MD
LG