Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პოლიციამ გზა გადაუკეტა ოპოზიციის მომხრეებს


ყირგიზეთის პოლიციამ დღეს გზა გადაუკეტა ოპოზიციის მომხრეებს, რომლებსაც ბიშკეკში სურდათ დემონსტრაციის გამართვა გასულ კვირაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ხელისუფლების ცნობით, 43 დემონსტრანტი დააკავეს, მაგრამ, ოპოზიციის ზოგი მომხრის თანახმად, დაკავებულთა რიცხვი ბევრად უფრო დიდია. არჩევნებში პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა 76 პროცენტით გაიმარჯვა მეორე ვადით. მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო. ეუთოს თანახმად, მისმა მეთვალყურეებმა არჩევნებზე ფართო მასშტაბის დარღვევები დააფიქსირეს.
XS
SM
MD
LG