Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


მოლდავეთში მიმდინარეობს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მას მერე, რაც აპრილში ჩატარებულ არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტიის გამარჯვებას ძალადობრივი გამოსვლები მოჰყვა. ამომრჩევლებმა არჩევანი უნდა გააკეთონ პრორუსულ კომუნისტურ პარტიასა და ლიბერალურ პარტიებს შორის, რომლებიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მომხრე არიან. ამის შემდეგ ახალი პარლამენტი აირჩევს კომუნისტი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის მემკვიდრეს. ვორონინს საპრეზიდენტო ვადა დაუსრულდა. ახალი არჩევნები გასულ თვეში დაინიშნა მას მერე, რაც ოპოზიციამ ორჯერ გაუწია ბოიკოტი კომუნისტების მცდელობას, საკუთარი კანდიდატი გაეყვანათ ახალ პრეზიდენტად. 5 აპრილის არჩევნებს, რომელშიც კომუნისტებმა მოიპოვეს უმრავლესობა, კიშინოვში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG