Accessibility links

logo-print
16 სექტემბერს იწურება სოზარ სუბარის საქართველოს სახალხო დამცველად ყოფნის პირველი ვადა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მან უარი თქვა მათ შეთავაზებაზე, მეორე ვადით ყოფილიყო წარდგენილი ამ პოსტზე. საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა. გუშინ კი ნაციონალურმა მოძრაობამ სახალხო დამცველის კანდიდატად გიორგი ტუღუში წარადგინა. კენჭისყრა უკვე პარასკევს, 31 ივლისს არის დაგეგმილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. რატომ ხდება ეს ყოველივე ასე სწრაფად და სახელდახელოდ? უნდა წარადგინონ თუ არა კანდიდატებმა თავიანთი პროგრამები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა გეგმები აქვს საქართველოს მომავალ სახალხო დამცველს? როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი საქართველოში? ამ და სხვა პრობემებზე რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი და სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG