Accessibility links

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტები ლიდერობენ


მოლდავეთში ჩატარებულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში, ხმების ერთი მეოთხედის დათვლის შემდეგ, ლიდერობს მმართველი კომუნისტური პარტია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კომუნისტებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარმა. მანამდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, კომუნისტები ვერ ახერხებენ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვებას, რაც მათ ახალი პრეზიდენტის შერჩევის საშუალებას მისცემდა. ახალი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციამ ორჯერ ჩაშალა კომუნისტების მცდელობა, ახალ პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატი გაეყვანათ. 5 აპრილის არჩევნებს, რომელშიც კომუნისტებმა მოიპოვეს უმრავლესობა, კიშინიოვში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, განმეორებით საპარლამენტო არჩევნები მოლდავეთში მშვიდად ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტიურობამ 58 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG