Accessibility links

ერაყის ქურთისტანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ბარზანიმ გაიმარჯვა


ოთხშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ გაიმარჯვა ერაყის შემადგენლობაში შემავალი, ქურთებით დასახლებული ნახევრად ავტონომიური რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებში. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 70-მა პროცენტმა. პარალელურად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწია ორმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა პარტიამ, ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ და ქურთისტანის პატრიოტულმა კავშირმა, რომლებიც კენჭისყრაში ერთიანი სიით მონაწილეობდნენ. მათ ხმების 57 პროცენტი მოაგროვეს.

XS
SM
MD
LG