Accessibility links

მოლდაველი კომუნისტები ლიდერობენ, მაგრამ უმრავლესობას ვერ ქმნიან


ხმების ერთი მესამედის დათვლის შემდეგ, მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში 48,5 პროცენტით ლიდერობს მმართველი კომუნისტური პარტია. მეორე ადგილზეა პროდასავლური ორიენტაციის ლიბერალურ-დემოკრატიური პარტია - 14,7 პროცენტი. სულ, ეგზიტპოლების თანახმად, პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია მოხვდება და ერთად ისინი უმრავლესობასახ მოიპოვებენ. გასულ თვეში მოლდავეთის კომუნისტმა ლიდერმა ვლადიმირ ვორონინმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა იმის გამო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მას ორჯერ ჩაუშალეს თავის მემკვიდრედ მისთვის სასურველი კანდიდატი გამოეცხადებინა.
XS
SM
MD
LG