Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტს განაგრძობს პეტერ სემნები


საქართველოში ვიზიტს განაგრძობს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები, რომელიც სოხუმში შეხვედრების დასრულების შემდეგ, ცხინვალში გაემგზავრება. როგორც აფხაზური სააგენტო „აფსნი“ იუწყება, სოხუმში სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას პეტერ სემნები დაინტერესდა, თუ რამდენად აისახება წინასაარჩევნო კამპანია ჟენევის დისკუსიაზე. თავის მხრივ, ბაღაფშმა სემნების აცნობა, რომ კამპანია ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა ის ჟენევის პროცესზე რაიმე ზეგავლენას არ მოახდენს. პეტერ სემნებიმ აფხაზურ ხელისუფლებას კვლავ განუცხადა, რომ ევროკავშირს რეგიონში საკუთარი სამეთვალყურეო მისიის ყოფნა სურს.
XS
SM
MD
LG