Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები არ მიუშვა სამგლოვიარო ცერემონიაზე


დღეს ირანის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი მირ ჰოსეინ მუსავი აიძულა, დაეტოვებინა სასაფლაო იქ მისვლიდან რამდენიმე წუთში. სასაფლაოზე ასობით ადამიანი შეიკრიბა არჩევნების შემდგომ პერიოდში მომხდარი ძალადობისას მოკლულთათვის პატივის მისაგებად. იტყობინებიან, რომ პოლიციამ ასევე დაშალა ასობით მგლოვიარე ადამიანი და ზოგიერთი დააპატიმრა. მუსავის და ოპოზიციის ლიდერი მეჰდი ქარუბი აპირებდნენ, მისულიყვნენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისას მოკლულთა საფლავებზე.
XS
SM
MD
LG