Accessibility links

თალიბანი ავღანელებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ საპრეზიდენტო არჩევნებს


თალიბანი დღეს გამოვიდა მოწოდებით, ავღანელებმა ბოიკოტი გამოუცხადონ 20 აგვისტოსთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და სანაცვლოდ ჯიჰადი, წმინდა ომი დაიწყონ. მოძრაობის ვებსაიტზე განთავსებული განცხადება შეიცავს თალიბებისადმი მოწოდებას, არჩევნების წინ საარჩევნო უბნებისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტონ და ამომრჩევლებს ხელი შეუშალონ კენჭისყრაში. ამჟამად ავღანეთში 90 ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცია განთავსებული. არჩევნებისთვის უფრო მშვიდობიანი გარემოს შექმნისთვის ზრუნავს ამერიკის, ბრიტანეთის, კანადისა და ავღანეთის ათასობით სამხედრო.
XS
SM
MD
LG