Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოლდავეთს მოუწოდებს მთავრობის სწრაფად შექმნისკენ


ევროკავშირი მოლდავეთს მოუწოდებს, სწრაფად შეიქმნას მთავრობა დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად მას შემდეგ, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ გუშინდელი არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას “ღია და კონსტრუქციულ დიალოგში” მონაწილეობისაკენ. დღესვე კომუნისტების ლიდერმა, მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა მიანიშნა, რომ მისი პარტია მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის. საარჩევნო ხმების 98 პროცენტის დათვლის შედეგებით, კომუნისტებს 48 მანდატი ერგოთ 101-ადგილიან პარლამენტში, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს - 53 მანდატი. ოპოზიციას შეუძლია მთავრობის შექმნა, თუ 4 წამყვანი ოპოზიციური პარტია კოალიციაზე შეთანხმებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG