Accessibility links

logo-print

ერაყში მოწყობილმა აფეთქებებმა 14 ადამიანი იმსხვერპლა


ერაყის ქალაქ ბაქუბაში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისთან მოწყობილი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მოეწყო შენობაში, რომელშიც განთავსებულია რეფორმისა და განვითარების მოძრაობის ადგილობრივი, დიალის პროვინციის ოფისი. საქმე ეხება პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც სუნიტების მხარდაჭერით სარგებლობს. მან ბოლო ადგილობრივ არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. იუწყებიან ასევე, რომ თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქება, მიმართული ერაყის პოლიციის წინააღმდეგ სირიასთან ერაყის საზღვრის მახლობლად. ამ აფეთქებამაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG