Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონი: აშშ არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს


აშშ არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს და კვლავაც განაგრძობს რუსეთის მეზობლების სუვერენობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას, რომელიც ამერიკისა და რუსეთის ლიდერების, ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი შეხვედრის შედეგების განხილვას მიეძღვნა. თავისი გამოსვლის იმ თავში, რომელსაც ჰქვია „მტკიცედ დავიცავთ ჩვენს პრინციპებს“, გორდონმა ისიც დაადასტურა, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ თავდაცვითსა თუ სხვა სახის კავშირებში გაწევრიანდეს. „ეს მესიჯი მკაფიოდ გამოთქვა უკრაინასა და საქართველოში თავისი ამასწინანდელი ვიზიტისას ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა“, დასძინა ფილიპ გორდონმა.
XS
SM
MD
LG