Accessibility links

პარლამენტი დღეს რიგით მეოთხე ომბუდსმენს აირჩევს


დეპუტატებს არჩევანის გაკეთება მათივე კოლეგა დიმიტრი ლორთქიფანიძესა და სახელისუფლო გუნდის მიერ წარდგენილ გიორგი ტუღუშს შორის მოუწევთ. კანდიდატურები ოფიციალურად მიმდინარე კვირის სამშაბათს დასახელდნენ და მას შემდეგ, ორი დღოს განმავლობაში, საკითხს საპარლამენტო კომიტეტები იხილავდნენ. დასახელებიდან დამტკიცებამდე მოკლე ვადა განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა და ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის არა არჩევის, არამედ დანიშვნის სურვილს დაუკავშირა. განხილვის მოკლე, ორდღიანი ვადა არც სახელისუფლო გუნდის კანდიდატს გიორგი ტუღუშს მოსწონს, თუცა მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე იქნება დამტკიცებული სახალხო დამცველი, უკეთესია, რადგან მას მეტი დრო ექნება მოქმედ ომბუდსმენთან თანამშრომლობის და სტრუქტურის უკეთ გაცნობისთვის.მოქმედ ომბუდსმენ სოზარ სუბარს უფლებამოსილება 16 სექტემბერს ეწურება. პარლამენტი სახალხო დამცველს ხუთი წლის ვადით ირჩევს
XS
SM
MD
LG