Accessibility links

logo-print

მოლდავეთის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მმართველი კოალიციის შექმნა გადაწყვიტა


მოლდავეთის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით ქვეყნის პარლამეტში შესვლის უფლება მოიპოვეს, მიაღწიეს შეთანხმებას მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ვალდ ფილატის განცხადებით, მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, "დეტალები კი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების შემდგომ განიხილება". "ჯერ ოფიციალური მონაცემები გამოცხადებული არ არის, ჩვენ გვაქვს შიდა შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ კომუნისტები პარლამენტში 50 მანდატზე ნაკლებს მიიღებენ. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა პარტიებს მმართველი კოალიციის ფორმირება მოუწევთ", - განაცხდა ფილატმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე არჩევნების ჩატარების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ წინა არჩევნების შედეგების მიხედვით კომუნისტებს ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩვენად პარლამენტში ერთი ხმა დააკლდათ.
XS
SM
MD
LG