Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმის ოპოზიციის ლიდერის საქმეში განაჩენის გამოტანა 11 აგვისტომდე გადაიდო


სასამართლომ ბირმაში 11 აგვისტომდე გადადო ოპოზიციის ლიდერის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ანგ სან სუ ჩის საქმეში განაჩენის გამოტანა. 64 წლის სუ ჩის ბრალად ედება მრავალწლიანი შიდა პატიმრობის პირობების დარღვევა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მოქალაქემ, რომელიც დაუპატიჟებლად მივიდა ბირმელი ოპოზიციონერის სახლში, მასთან ორი დღე დაჰყო. ბირმის მმართველი სამხედრო რეჟიმის ოპონენტების ვარაუდით, გენერლები ცდილობენ სუ ჩის სახლში ამერიკელი მოქალაქის შეჭრის გამოყენებას საიმისოდ, რომ ოპოზიციის ლიდერი პატიმრობაში იყოს მომავალ წელსაც, ბირმაში არჩევნების დროს.
XS
SM
MD
LG