Accessibility links

logo-print

საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს


საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე სახელისუფლო გუნდის მიერ წარდგენილი გიორგი ტუღუში აირჩია. მისი კონკურენტი იყო პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ორივე კანდიდატურა ოფიციალურად მიმდინარე კვირის სამშაბათს დასახელდნენ და მას შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, საკითხს საპარლამენტო კომიტეტები იხილავდნენ. დასახელებიდან დამტკიცებამდე მოკლე ვადა განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა და ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის არა არჩევის, არამედ დანიშვნის სურვილს დაუკავშირა. მოქმედ ომბუდსმენ სოზარ სუბარს უფლებამოსილება 16 სექტემბერს ეწურება. პარლამენტმა სახალხო დამცველი ხუთი წლის ვადით აირჩია.
XS
SM
MD
LG