Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ტაჯიკეთში ჰიდროელექტროსადგური გახსნა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ტაჯიკეთში გახსნა ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც დუშანბე ეკონომიკის სტიმულირების იმედს უკავშირებს. მედვედევთან ერთად ტაჯიკეთის პრეზიდენტი იმომალი რაჰმონი მონაწილეობდა სანგტუდა 1-ის გახსნის ცერემონიაში. ამ ჰიდროელექტროსადგურში რუსეთს თითქმის 500 მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული. ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე მედვედევი გამოვიდა მოწოდებით, მეტი პროექტი განხორციელდეს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ავღანეთსა და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. ამ მოწოდებით ის გამოვიდა ხუთშაბათს, დუშანბეში გამართულ შეხვედრაზე ავღანეთის, პაკისტანისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. ხუთშაბათსვე, საღამოს. დუშანბეში მოწყობილი აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG