Accessibility links

logo-print

სემნები აუცილებლად მიიჩნევს ევროპელი დამკვირვებლების მისიას


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ევროპელი დამკვირვებლების ყოფნას აუცილებლად მიიჩნევს. თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას სემნებიმ განაცხადა, რომ სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რის გამოც ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მანდატი ერთი წლით გაგრძელდა. ამერიკული კონტინგენტით მისიის შესაძლო შევსების პერსპექტივის კომენტირებისას პეტერ სემნებიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მონიტორინგის მისიის გაფართოებაზე საუბარი ნაადრევია.
XS
SM
MD
LG