Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონში სროლის განახლების გამო დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა


ცხინვალის რეგიონში სროლის განახლების და ოკუპირებულ რაიონში მოქცეული ისტორიული ძეგლების მახლობლად რუსი სამხედროების მიერ აეროდრომის მშენებლობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა და შს-თა სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩმა პატრიცია ფლორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატები ძალადობას გმობენ და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოების გამო მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG