Accessibility links

logo-print

საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების მეექვსე შემთხვევა აღირიცხა


საქართველოში H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირების უკვე ექვსი შემთხვევა აღირიცხა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, შოთა ცანავასაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ინფიცირებულია ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან საქართველოში ჩავიდა. პაციენტს მკურნალობა სახლში უტარდება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულებიდან სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა უმეტესობა საქართველოში ინგლისიდან და ესპანეთიდან ჩავიდა.
XS
SM
MD
LG