Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებების სერიას, სულ ცოტა, 27 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის პოლიციის ცნობით, აფეთქებების სერიამ ბაღდადში, სულ ცოტა, 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია ათობით ადამიანი. აფეთქებები იმ მომენტში მოხდა, როცა შიიტი მლოცველები მეჩეთებიდან გამოდიოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას შიიტურ მეჩეთთან ჩრდილო-აღმოსავლეთ ბაღდადში. ბოლო თვეებში ერყში საგრძნობლად იკლო ძალადობამ, მაგრამ იერიშები ისევ გახშირდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი ჯარისკაცები ამ ერთი თვის წინ ქალაქებიდან გავიდნენ. ივნისში ერაყში, სულ ცოტა, 300 ადამიანი მოკლეს, რაც ბოლო 11 თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
XS
SM
MD
LG