Accessibility links

მოლდავეთის დემოკრატიული პარტია კოალიციაზე მოლაპარაკების მოწოდებით გამოდის


მოლდავეთში ცენტრისტული დემკორატიული პარტიის თავმჯდომარე მარიან ლუპუს განცხადებით, საპარლამენტო მანდატების მქონე ლიბერალური პარტიები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებას კოალიციის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა კომუნისტურმა პარტიამ. მარიან ლუპუმ დღეს როიტერსის საინფორმაციო სააგენტოს უთხრა აგრეთვე, რომ აუცილებლად მიაჩნია მოლაპარაკების გამართვა კომუნისტებთანაც, რომლებიც პარლამენტში უდიდეს ფრაქციას ქმნიან. “იმედი გვაქვს, რომ დემოკრატიული პარტიები საბოლოოდ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, ჩვენი საერთო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მეორე ნაბიჯია დიალოგის დაწყება არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოქნე პარტიებსა და მოლდავეთის კომუნისტურ პარტიას შორის”, განაცხადა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ. მოლდავეთის ოთხ წამყვან ოპოზიციურ პარტიას მანდატების ნახევარზე ცოტა მეტი ერგო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის დანიშვნაც მოქმედ პრეზიდენტს, კომუნისტ ვლადიმირ ვორონინს მოუწია მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო ახალი პრეზიდენტის არჩევა. ვორონინის განცხადებით, მისი პარტია მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის. ევროკავშირმა გუშინ მოუწოდა მოლდავეთს, სწრაფად შეიქმნას მთავრობა დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG