Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი თრუსოს ხეობას "ოსურ მიწად" მიიჩნევს


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი აპირებს საქართველოსგან თრუსოს ხეობის დაბრუნება მოითხოვოს. სააგენტო რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში ედუარდ კოკოითიმ ამ ტერიტორიას უწოდა ოსური მიწა, რომელიც მისივე განცხადებით, საბჭოთა პერიოდში საქართველოს შემადგენლობაში გაუგებარი მიზეზებით აღმოჩნდა. ამავე ინტერვიუში კოკოითიმ აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლება საქართველოსთან საზღვრის მოწყობას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი საზღვრის დემარკაციას არ დათანხმდება.
XS
SM
MD
LG