Accessibility links

logo-print

ფილიპინებზე ყოფილი პრეზიდენტის, კორასონ აკინოს გარდაცვალებას გლოვობენ


ფილიპინებზე ყოფილი პრეზიდენტის, კორასონ აკინოს გარდაცვალებას გლოვობენ. საპატიო სამხედრო ყარაულმა აკინოს კუბო, რომელზეც ქვეყნის დროშაა გადაფარებული, მანილაში, სკოლის სპორტულ დარბაზში დაასვენა საზოგადოებრივი პანაშვიდისთვის. ორშაბათს მას ეკლესიაში გადაასვენებენ, ოთხშაბათს კი დაკრძალვა შედგება. აკინო, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ავად კიბოთი, წუხელ გარდაიცვალა. ხალხის ხსოვნაში ის შემორჩება, როგორც 1986 წლის სახალხო რევოლუციის გმირი, რომლითაც ბოლო მოეღო ფერდინანდ მარკოსის 20-წლიან რეპრესიულ რეჟიმს. კორასონ აკინო 76 წლის იყო.
XS
SM
MD
LG