Accessibility links

logo-print

ავღანეთში საერთაშორისო კონტინგენტის ოთხი სამხედრო დაიღუპა


სამხრეთ ავღანეთში მომხდარი ორი სხვადასხვა აფეთქების შედეგად შეერთებული შტატების სამი სამხედრო დაიღუპა. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ქაბულის ჩრდილოეთით მომხდარ შეტაკებებში. ივლისი ყველაზე მსხვერპლიანი თვე იყო ავღანეთში განლაგებული საერთაშორისო კონტინგენტისთვის. სულ ცოტა 71 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის 41 ამერიკელი.
XS
SM
MD
LG