Accessibility links

logo-print

თეირანში მიმდინარეობს ოპოზიციის მომხრეთა სასამართლო


ირანის ერთ-ერთმა ცნობილმა რეფორმატორმა, მოჰამად ალი აბტაჰიმ, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბებულა. აბტაჰიმ, რომელიც რეფორმატორი ექს-პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის თანამებრძოლია, ეს განცხადება გააკეთა თეირანში, სადაც დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების ასამდე მონაწილის სასამართლო პროცესი. მათ შორის არიან ყოფილი მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG