Accessibility links

logo-print

რასმუსენი ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში ნატოს


დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ოფიციალურად დაიკავა ნატოს გენერალური მდივნის პოსტი. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა იააპ დე ჰოოპ სხეფერი. სხეფერი ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2004 წლის იანვრიდან მუშაობდა და მას პოსტზე ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნატოს ახალი გენარალური მდივანი რასმუსენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აგვისტოს ომის დროს რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე განცხადება გააკეთა. "ეს არის ისეთი პიროვნება, რომელსაც ჯანსაღი პოზიცია აქვს საქართველოსთან მიმართებაში და ეს პოზიცია რასმუსენმა ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს დაადასტურა", აღნიშნა ბარამიძემ.
XS
SM
MD
LG