Accessibility links

ირანელი რეფორმატორები თეირანში დაწყებულ სასამართლო პროცესს "საჩვენებელს" უწოდებენ


ირანის უდიდესმა რეფორმატორულმა პარტიამ დღეს საჩვენებელი პროცესი უწოდა სასამართლოს წინაშე ასამდე ადამიანის გამოსვლას. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ირანელმა რეფორმატორებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს სასამართლოს. მაგრამ "ისლამური ირანის მონაწილეობის ფრონტმა" - "მოშარექათმა" - განაცხადა, რომ ეს აღიარებები ზეწოლის შედეგია და სასამართლოს წინაშე გამოსულთა წინააღმდეგ ბრალდებები სასაცილოა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ირანის ერთ-ერთმა ცნობილმა რეფორმატორმა, მოჰამად ალი აბტაჰიმ, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბებულა.
XS
SM
MD
LG