Accessibility links

logo-print

დიდი ხნის შემდეგ პირველად გაიმართა ერაყის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი დღეს ქვეყნის ქურთ პრეზიდენტს, მასუდ ბარზანის შეხვდა. ეს შეხვედრა, რომელიც ორ ლიდერს შორის პირველი იყო მრავალი თვის მანძილზე, მიზნად ისახავდა დაპირისპირების განელებას, რომელიც ერაყში ახალი კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხეს ქმნის. ერაყის სტაბილურობისთვის ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ მალიკის შიიტურ მთავრობასა და ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქურთების ანკლავს შორის დაპირისპირებას. დავის საგანია ტერიტორია და ნავთობის საბადოები.
XS
SM
MD
LG