Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ამერიკის კიდევ სამი სამხედრო დაიღუპა


დღეს შეერთებული შტატების კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეთა შეტევებისას ავღანეთში. ამგვარად, უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვმა ექვსს მიაღწია. ნატოს ეგიდით მოქმედმა უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებმა განაცხადეს, რომ სამი ჯარისკაცი პატრულირებას ახდენდა აღმოსავლეთ ავღანეთში, როცა მათზე ბომბით მიიტანეს იერიში და შემდეგ საფრიდან გაუხსნეს ცეცხლი. ივლისში ავღანეთში სარეკორდო რაოდენობის, 75 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG