Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჰამად ხათამიმ დაგმო თეირანში მიმდინარე სასამართლო


ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, დღეს გააკრიტიკა არჩევნების შემდეგ ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული ასამდე პირის სასამართლო პროცესი. ხათამის თქმით, სასამართლო კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგება. ხათამის თანახმად, სასამართლო ეყრდნობა ჩვენებებს, რომლებიც უკანონო ვითარებაში იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, ხათამის თქმით, დაცვას საშუალება არ მიეცა, პროცესის დაწყებამდე გაცნობოდა ბრალდების შინაარსს. მანამდე რეფორმატორული ისლამური ირანის მონაწილეობის ფრონტმა განაცხადა, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი ბრალდებები სასაცილოა.
XS
SM
MD
LG