Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიღბიანმა პირებმა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხარდამჭერები სცემეს


ღუდუშაურის კლინიკის ექიმები "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხარდამჭერის, ამირან ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრები აცხადებენ, ამირან ბიწაძეს ჭრილობა მიყენებული აქვს პლასტმასის ტყვიებით, რომლებიც ექიმებმა უკვე ამოუღეს. დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მრავლობითი მოტეხილობები. როგორც იტყოინებიან, ამირან ბიწაძე დღეს, ცხვარიჭამიის გზაზე გაიტაცეს. ბიწაძის ავტომობილს, რომელშიც ის მეგობარ დავით ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა, გზა მიკროავტობუსმა, "ჯიპის" ტიპის ორმა და "ნივის" მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა. ბიწაძე და ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. მოგვიანებით ამირან ბიწაძე დიდი დიღმის გზაზე იპოვა შემთხვევითმა გამვლელმა. ნინო ბურჯანაძის პარტიაში აღნიშნულ გატაცებას ბიწაძის და ბენდელიანის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებენ.
XS
SM
MD
LG