Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ქვეშში რუსეთის ჯარები "საზღვრის" გადაწევას ცდილობენ


საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები დღეს გორის რაიონის სოფელ ქვეშში ჩავიდნენ და ე.წ. „საზღვრის" გადაწევის მიზნით ქართული სოფლის ტერიტორია ბოძებით მონიშნეს. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ ქმედებას და ხაზს უსვამს, რომ სრული პასუხისმგებლობა მორიგი პროვოკაციისათვის რუსეთს ეკისრება”, აღნიშნულია საგარეო-პოლიტიკური უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღებით დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს და სათანადო შეფასება მისცეს ოკუპანტების მოქმედებებსა და რიტორიკას.
XS
SM
MD
LG