Accessibility links

logo-print

ერაყში 1991 წელს დაღუპული ამერიკელის ნეშტი იპოვნეს


აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ნაპოვნია იმ ამერიკელი პილოტის ნეშტი, რომლის თვითმფრინავიც 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის დაწყების პირველ ღამეს ერაყის უდაბნოს თავზე ჩამოაგდეს. აშშ ხელისუფლების თანახმად, პილოტ მაიკლ (”სკოტ”) სპიჩერის ჩონჩხი აღმოაჩინეს ცენტრალური ერაყის დასავლეთ ნაწილში. ეს შესაძლებელი გახდა გასულ თვეში ერაყის მოქალაქისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ინციდენტი 1991 წლის 17 იანვარს მოხდა. 33 წლის სპიჩერი სპარსეთის ყურის ომის პირველი მსხვერპლი იყო ამერიკის მხრიდან.
XS
SM
MD
LG