Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილ ვიცე-პრემიერს 22 წელი მიუსაჯეს


ერაყის ყოფილ ვიცე-პრემიერს ტარეყ აზიზს გუშინ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სადამ ჰუსეინის მმართველობისას ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყიდან ქურთების ძალადობრივ განდევნაში მონაწილეობისთვის. მარტში აზიზს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ათეულობით ადამიანის მკვლელობისთვის 1992 წელს. ადვოკატთა თანახმად, სასჯელები შეერთდება და 73 წლის ტარეყ აზიზს 22 წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევს.
XS
SM
MD
LG