Accessibility links

logo-print

აფეთქებას დასავლეთ ავღანეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. პოლიციის ცნობით, დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერათში მოწყობილი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომლის წარმომადგენლის თქმითაც, იერიში მიმართული იყო ადგილობრივი პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ავღანეთში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, რასაც აქტიურად ეწინააღმდეგება თალიბანი.
XS
SM
MD
LG