Accessibility links

ირანის უზენაესმა ლიდერმა პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა აჰმადინეჟადი


ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაამტკიცა მაჰმუდ აჰმადინეჟადი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ოთხწლიანი ვადით. აჰმადინეჟადის ინაუგურაციის ცერემონია ოთხშაბათს გაიმართება. ირანში 12ი ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აჰმადინეჟადის გამოცხადებას მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიცია და მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. საპროტესტო აქციების დარბევას 30-მდე ადამიანი შეეწირა, დაკავებულების რიცხვი, გავრცელებული ინფორმაციით, 2იათასს აღწევს. გასული კვირის მიწურულს, რეფორმების მომხრე ძალების 110-ი წარმომადგენელი წარუდგინეს სასამართლოს არჩევნების შემდგომ საპროტეტო აქციებთან დაკავშირებული ბრალდებებით. ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ მასობრივ სასამართლო პროცესებს “ანტიკონსტიტუციური” უწოდა.
XS
SM
MD
LG