Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი გენერალური მდივანი პირველ პრესკონფერენციაზე რუსეთსაც შეეხო


ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. ის რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის რუსეთთან ნატოს ურთიერთობას და გამოთქვა იმედი, რომ მისი გენერალური მდივნობის პერიოდში ნატო შეძლებს რუსეთთან "ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის" განვითარებას. იქვე რასმუსენმა მიუთითა რუსეთთან უთანხმოებაზე "ფუნდამენტურ საკითხებში". "მაგალითად, დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური თავისუფლების პატივისცემის ჩათვლით. მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ უთანხმოების გამომწვევმა ამ საკითხებმა გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობა”, განაცხადა ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა. მან ისაუბრა ავღანეთში ალიანსის მისიაზე. რასმუსენის განცხადებით, ნატომ არ უნდა დაუშვას, რომ ავღანეთი ტერორისტების თაფშესაფრად იქცეს და მას გაეროს და ევროკავშირის მეტი დახმარება სჭირდება ავღანეთში უსაფრთხოებაზე ზრუნვის და რეკონსტრუქციის საქმეში.
XS
SM
MD
LG