Accessibility links

ევროკავშირი ისრაელს აკრიტიკებს პალესტინელთა განდევნის გამო


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციამ დღეს მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მოქმედება აღმოსავლეთ იერუსალიმში, იქიდან პალესტინური ოჯახების განდევნის გამო. ევროკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, მიუღებელია აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ადამიანების განდევნა და განდევნის ეს ახალი ტალღა “ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას”, რომელიც ხელს უშლის ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელშემწყობი ატმოსფეროს შექმნას. ისრაელის პოლიციამ გუშინ 50-მდე პალესტინელი გააძევა ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმიდან.
XS
SM
MD
LG