Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: “ხელისუფლება პირველად არ მიმართავს ოპონენტების დაშინების ასეთ მეთოდებს”


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე
ორშაბათს რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინას ესტუმრა “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრაღაში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.

ნინო ბურჯანაძე სტუმრად რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში (მარცხნივ - კობა ლიკლიკაძე).
ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ “ძალიან მძიმე” უწოდა საქართველოში შექმნილ ვითარებას. ვითარება, მისი შეფასებით, განსაკუთრებით რთულია ახლა, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, ზაფხულის პერიოდი (როცა აქციები არ ტარდება) გამოიყენოს ადამიანების “დასატერორებლად”.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ ადანაშაულებენ “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები ამ პარტიის მხარდამჭერის, ამირან ბიწაძის და მისი მეგობრის ცემაში ხელისუფლებას, ბურჯანაძემ უპასუხა მითითებით, რომ ხელისუფლება “პირველად არ მიმართავს ოპონენტების დაშინების ასეთ მეთოდებს”.

პარლამენტის ყოფილი სპიკერის შეფასებით, სხვა ვერსიები უნდა გამოირიცხოს იმის გამო, რომ ქვეყანაში, სადაც არის “ტოტალური მოსმენები”, შეუძლებელია “ადამიანები ასე გაქრნენ და მერე აღმოჩნდნენ სადღაც დაგდებული და ამას ვერ აკვლევდეს ხელისუფლება”. იქვე ნინო ბურჯანაძემ მომხდარის გამოძიება მოითხოვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG