Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილმა ხალხის "დატერორება" გადაწყვიტა


დღეს რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინას ესტუმრა “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრაღაში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ “ძალიან მძიმე” უწოდა საქართველოში შექმნილ ვითარებას. ვითარება, მისი შეფასებით, განსაკუთრებით რთულია ახლა, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, ზაფხულის პერიოდი (როცა აქციები არ ტარდება) გამოიყენოს ადამიანების “დასატერორებლად”.
XS
SM
MD
LG