Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი და ცხინვალი სროლის განახლებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს


საქართველოს ხელისუფლებამ და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობამ ერთმანეთი კვლავ სროლის განახლებაში დაადანაშაულეს. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ წუხელ თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სოფელი ოტრევი დაიცხრილა, რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წუხელ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ქართული პოლიციის საგუშაგოს სოფელ ფლავისმანში ორი ჭურვი ისროლეს, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. საქართველოს შსს-მ საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, რეგიონში სიტუაციის დაძაბვისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან თავი შეიკავონ.
XS
SM
MD
LG