Accessibility links

ავსტრალიის პოლიციის ცნობით, მან სამხედრო ბაზაზე დივერსიული თვითმკვლელური თავდასხმა გაანეიტრალა


ავსტრალიის პოლიციის ცნობით, მან სამხედრო ბაზაზე დივერსიული თვითმკვლელური თავდასხმა გაანეიტრალა და სომალის ისლამისტურ ჯგუფთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააპატიმრა. ოთხასამადე პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა 19 რეიდში მელბურნში, ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში. რეიდები შვიდი თვის მანძილზე იგეგმებოდა. დაპატიმრებული 22-დან 26 წლის ასაკის ოთხი მამაკაცი სომალური და ლიბანური წარმოშობის ავსტრალიის მოქალაქეები არიან. პრემიერ-მინისტრმა კევინ რადმა თქვა, რომ ეს შეთქმულება იმის შეხსენება იყო, რომ ქვეყანა კვლავაც წარმოადგენს ექსტრემისტების საიზნეს, რომლებიც განრისხებული არიან, რომ ავსტრალიამ ჯარები გაგზავნა ავღანეთსა და ერაყში.
XS
SM
MD
LG